ავტორი:

მთა მტირალას ტურისტული განვითარების გეგმის მომზადება აქტიურად მიმდინარეობს

მთა მტირალას ტურისტული განვითარების გეგმის მომზადება აქტიურად მიმდინარეობს

მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავის ტურისტული განვითარება იგეგმება.ტერიტორიების ტურისტული პოტენციალის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს, რისშემდეგაც მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავის ტურისტული განვითარებისკონცეფცია მომზადდება და სამოქმედო გეგმა შემუშავდება. პროექტის ფარგლებშიასევე დაგეგმილია ლოკაციებზე საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურისპროექტების მომზადება, ტურისტული ბილიკების მონიშვნა, საოჯახო სასტუმროსახლებისა და სოფლის მეურნეობების განვითარების პროექტებზე რეკომენდაციებისმომზადება. პროექტის განხორციელებისთვის 170 700 დოლარია გამოყოფილი და მასგაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გამოცდილი,ჰოლანდიური კომპანია „CITYFORSTER“ ასრულებს.

მთა მტირალა ქალაქთან ახლოს, 22 კილომეტრში მდებარეობს, გამოირჩევაუნიკალური მიკროკლიმატით, ხედებით და ბიომრავალფეროვნებით. მტირალასმთაზე შესაძლებელია ტურისტული თავშესაფრისა და სხვადასხვა ეკოტურიზმთანდაკავშირებული აქტივობების და ინფრასრუქტურის მოწყობა, რომელიც ხელსშეუწყობის ორთაბათუმის თემის (8 სოფელი) და განსაკუთრებით ეროვნული პარკისშესასვლელთან მდებარე სოფლის, ყოროლისთავის განვითარებას.

მტირალას მთისა და ყოროლისთავის ტურისტულ მიმართულებად განვითარებაგააჩენს კიდევ ერთ საინტერესო ტურისტულ პროდუქტს რეგიონში. მტირალას მთამისი სიახლოვიდან გამომდინარე ერთ-ერთი მიმზიდველი ლოკაცია გახდება ბათუმშიჩამოსული ტურისტებისთვის ულამაზესი ხედების, ოთხივე სეზონზეხელმისაწვდომობის, ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.