ავტორი:

"გთხოვთ, მიიღოთ გულწრფელი მილოცვა - თქვენ იღებთ გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს" - ლუკაშენკო პუტინს დაბადების დღეს ულოცავს

"გთხოვთ, მიიღოთ გულწრფელი მილოცვა - თქვენ იღებთ გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს" - ლუკაშენკო პუტინს დაბადების დღეს ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მინსკი და მოსკოვი ერთად ადეკვატურად უპასუხებენ გლობალურ გამოწვევებს და სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეს მიაღწევენ.

  • "დარწმუნებული ვარ, რომ მინსკი და მოსკოვი ერთად ადეკვატურად უპასუხებენ გლობალურ გამოწვევებს და მიაღწევენ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეს", - აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელიც ბელარუსის ლიდერმა, რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს 70-ე იუბილესთან დაკავშირებით გაუგზავნა.

მისი თქმით, ძალიან აფასებს რუსეთის პრეზიდენტთან ღია და სანდო ურთიერთობებს, ასევე თანაბარ და ნაყოფიერ დიალოგს, რომელიც ემსახურება ბელარუსი-რუსეთის კავშირების განმტკიცებას.

"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით. როგორც დიდი სახელმწიფოს ნამდვილი ლიდერი, თქვენ იღებთ გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოთ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი განვითარება და რუსი ხალხის ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა“, - აცხადებს ლუკაშენკო.