ავტორი:

5 მიზეზი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ მხედველობის ლაზერული კორექციისა და სათვალესთან სამუდამოდ დამშვიდობების დროა

5 მიზეზი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ მხედველობის ლაზერული კორექციისა და სათვალესთან სამუდამოდ დამშვიდობების დროა

მსოფლიო მასშტაბით მინიმუმ 4 მილიარდი ადამიანი მხედველობის სათვალეს ატარებს. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ქალების 50%-ზე მეტი ატარებს სათვალეს, მამაკაცებში კი სათვალის ტარების მაჩვენებელი 42%-ს უტოლდება. ოფისებში დასაქმებული ადამიანების 70%-ს სჭირდება სათვალე. კომპიუტერი კი მხედველობის დაქვეითების ნომერ პირველი მიზეზია.

ამ ადამიანებისთვის სათვალე განუყრელი აქსესუარია და მის გარეშე ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, სათვალე მათ სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს, მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როდესაც იგი ადამიანს კომფორტს ურღვევს და აღიზიანებს. წლების წინ მხედველობის დაქვეითების დროს სათვალის ტარება გარდაუვალი იყო. დღეს კი ეს ადამიანის არჩევანია, რადგან არსებობს მხედველობის ლაზერული კორექცია, რომელიც საშუალებას იძლევა სათვალეს და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს რამდენიმე წამში დაემშვიდობოთ. აღნიშნული დისკომფორტი მრავალგვარი შეიძლება იყოს, თუმცა არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ დროა სათვალეს მხედველობის ლაზერული კორექციის მეშვეობით დაემშვიდობოთ. ამ ნიშნებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ წამყვანი ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე გვესაუბრება.

წვიმა და სათვალე

იშვიათად ქმნის რამე ისეთ დიდ დისკომფორტს, როგორსაც სათვალე წვიმის დროს. წვიმის წვეთები სათვალის მინებს ეცემა და ფაქტობრივად ვეღარაფერს ხედავთ. გამოსავალი რა არის? სათვალის მოხსნის შემთხვევაში გარე სამყაროს აღქმა გაგიჭირდებათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სათვალის სამუდამოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღოთ და ლაზერულ კორექციას მიმართოთ. ლაზერული კორექციის შემდეგ მსგავსი გარემოება აღარ შეგიქმნით პრობლემას, ამიტომ ის შესაძლოა თქვენთვის საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდეს.

სპორტული აქტივობები და სათვალე

სათვალის მომხმარებლების სპორტულ აქტივობებში ჩართვა ხშირად შეუძლებელია, რადგან სათვალეს ვერც აუზში ან ზღვაში ცურვის დროს გაიკეთებთ და ვერც თხილამურებზე სრიალისას. ცურვისა და სხვა წყალთან დაკავშირებული აქტივობების დროს ლინზების ტარებაც არ არის რეკომენდებული. ხოლო სათვალისა და ლინზების გარეშე კი მხედველობის გაუმჯობესება ლაზერული კორექციის მეშვეობით არის შესაძლებელი, რაც მხედველობის ყველა პრობლემას ხსნის და მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის შესაძლებელს ხდის ნებისმიერ სპორტულ აქტივობას.

საგნების რეალური ზომა და სათვალე

ალბათ, სათვალის ყველა მომხმარებელს შეუნიშნავს, რომ იგი საგნებს ზომას უცვლის. მაგალითად, ახლომხედველობისას სათვალე აპატარავებს საგნებს, შორსმხედველობისას პირიქით - ადიდებს. თუ გსურთ ყველაფერს ბუნებრივი ზომით ხედავდეთ, ლაზერული კორექცია ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია.

საგნები სათვალის ჩარჩოს მიღმა

სათვალის მომხმარებელი მკაფიოდ ხედავს სათვალის ჩარჩოს შიგნით, ჩარჩოს გარეთ კი ყველაფერი ფოკუსის გარეშე რჩება. ამიტომ იძულებულია თავი ატრიალოს, რათა კონკრეტული საგანი, რომლის დანახვაც სურს, სათვალის ჩარჩოში მოაქციოს. მაგალითად, მანქანის მართვისას გვერდითი სარკეების გასაკონტროლებლად თვალით გვერდზე გახედვა საკმარისია. სათვალის მომხმარებლებს კი მხოლოდ გახედვა არ ჰყოფნით და იძულებული არიან, თავიც მიატრიალონ სარკისკენ. ლაზერული კორექცია საშუალებას იძლევა, გაიზარდოს მხედველობის ველი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ოპერაციით არ იკურნება თვალის ისეთი დაავადებები, როგორიცაა გლაუკომა, ბადურას ჩამოცლა და კატარაქტა. სხვა შემთხვევაში მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია ნამდვილად შეიძლება იყოს ცხოვრების ხარისხის ამაღლების საშუალება.

პირბადე და სათვალე

ვირუსებისგან თავის დასაცავად სამედიცინო ნიღბის ტარება გვიწევს. ნიღაბსა და სათვალეს კი თანაარსებობა უჭირთ. ნიღბის მოხმარებისას სათვალე იორთქლება გამონასუნთქი ჰაერით და მხედველობის გაუმჯობესების ნაცვლად, დაორთქლილი მინებით მხედველობა კიდევ უფრო რთულდება. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად დარწმუნდებით, რომ დროა სათვალეს დაემშვიდობოთ და სამყარო უსათვალოდ დაინახოთ. ამისთვის კი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი მხედველობის ლაზერული კორექციაა.