ავტორი:

სასკოლო ნივთების დიდი არჩევანი extra-ზე

სასკოლო ნივთების დიდი არჩევანი extra-ზე

ცხელი, თავგადასავლებით სავსე ზაფხული იწურება და იწყება დიდი სამზადისი სკოლისთვის. ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ბავშვებისთვის საყიდლებზე სიარულთან და ბევრ ახალ ნივთთან ასოცირდება.

არდადეგებზე გაზრდილ-შეცვლილ კლასელებს ერთი სული აქვთ, როდის შეეგებებიან ერთმანეთს დიდი ჟრიამულით, გაუზიარებენ ზაფხულის შთაბეჭდილებებს და ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

როგორც წესი, სასექტემბროდ Back to school შეთავაზებებით ჭრელდება ირგვლივ სამყარო. ყველა ცდილობს რაიმე განსაკუთრებულის წარმოჩენას, მოსწავლეებისა და მათი მშობლების დასაინტერესებლად. თუმცა, ამ ერთგვარ შეჯიბრში უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზია extra.ge უდავო ლიდერია. რატომ?

იმიტომ, რომ ექსტრაზე სასკოლო ნივთების უდიდესი არჩევანია, საიტზე უკვე დაიწყო back to school აქცია და თავისუფლად შეგიძლიათ მოემზადოთ სკოლისთვის დიდი აყალმაყალის გარეშე.

რიგში და ადამიანებით გადაჭედილ მაღაზიებში დგომის გარეშე, ონლაინ შეარჩიეთ ყველა ის სასკოლო ნივთი, რომელიც წარმატებული სასწავლო წლის დაწყებაში დაგეხმარებათ და შეუკვეთეთ ონლაინ აუღელვებლად, რამდენიმე კლიკის მეშვეობით. შემდეგ დაელოდეთ კურიერს, რომელიც 50 ლარზე მეტი ღირებულების შენაძენს სრულიად უფასოდ მოგიტანთ იქ, სადაც გაგიხარდებათ.

სასკოლოდ რისი ყიდვაა შესაძლებელი ექსტრაზე?

ექსტრაზე ყველაფერს ნახავ, რაც სწავლის პროცესში შეიძლება დაგჭირდეს. რვეულები როგორც სადა, ასევე ორიგინალური დიზაინით, სხვადასხვა ბრენდის ფანქრები, ფლომასტერები, ფერადი ქაღალდები, კალმები, საშლელები და სხვა საკანცელარიო ნივთების შეძენა ექსტრაზე ძალიან მარტივად შეგიძლიათ.

საძერწი ნაკრები, პლასტილინი, გასაფერადებლები, სახატავები განსაკუთრებით სკოლამდელ პატარებს გაახარებთ. პენალი ერთნაირად საჭირო და საყვარელი ნივთია როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე ბაღის აღსაზრდელებისთვის. ხატვა ხომ ამ ასაკში გამორჩეულად უყვართ. ფანქრების, ფლომასტერების, სათლელის სატარებლად კი ეს ნივთი აუცილებელია. ექსტრაზე წარმოდგენილია პენლები როგორც გოგოებისთვის, ასევე ბიჭებისთვის, კლასიფიკაცია მათი დიზაინის მიხედვით ხდება, ზოგიერთ მათგანს ბავშვების საყვარელი ანიმაციური გმირები ახატია, ზოგი სათავსოების სიმრავლით იწონებს თავს, მოკლედ, არჩევანი იმდენია, თქვენ ოღონდ ინატრეთ და ექსტრაზე მართლა ყველაფერს ნახავთ, რაც გაგიხარდებათ.

სკოლის ჩანთა მოსწავლეებისთვის უპირველესად ზომის მიხედვით უნდა შეირჩეს. ექსტრაზე წარმოდგენილ სასკოლო ჩანთებს აღწერაში მითითებული აქვს სარეკომენდაციო ასაკი და პარამეტრები, რაც საგრძნობლად აადვილებს შერჩევის პროცესს.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჩანთის წონას, გაითვალისწინეთ ისიც, რომ მასში წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები უნდა მოთავსდეს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს, ამიტომ ეცადეთ შედარებით მსუბუქი და მყარი კონსტრუქციის ჩანთა შეარჩიოთ დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის, რომ მისი ტარება პატარებს არ გაუჭრიდეთ.

დაიწყეთ სასკოლოდ მზადება დღესვე, ეწვიეთ საიტს extra.ge და აარჩიეთ მხოლოდ საუკეთესო თქვენი შვილებისთვის.

R