ავტორი:

"წერილი დატოვა, რომ ყველას ბოდიშს გვიხდის და გვემშვიდობება... გეხვეწებით დამეხმარეთ პოვნაში " - ოჯახი დაკარგულ ქალს ეძებს

"წერილი დატოვა, რომ ყველას ბოდიშს გვიხდის და გვემშვიდობება... გეხვეწებით დამეხმარეთ პოვნაში " - ოჯახი დაკარგულ ქალს ეძებს

სოციალურ ქსელში ნინუცა ტატიშვილი ბებიის შესახებ წერს. როგორც ტატიშვილი აღნიშნავს, ქალმა წერილი დატოვა, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ნინუცა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

"არ ვიცი. როგორ დავიწყო, მაგრამ ბევრის დაწერას ვერ შევძლებ, უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, ვინმეს სადმე თუ შეგხვდათ, თვალი თუ მოკარით, ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის.

ამ ნომრებზე დამიკავშირდით 597796669, 579552665.

გუშინ დღის საათებში გავიდა სახლიდან, წერილი დატოვა, რომ ყველას ბოდიშს გვიხდის და გვემშვიდობება. ტელეფონი გათიშა და მის შემდეგ ვეძებთ პოლიციასთან ერთად.

გეხვეწებით, დამეხმარეთ პოვნაში, თუ შეძლებთ.

გააზიარეთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს. წინასწარ დიდი მადლობა (და ბე, ამას თუ კითხულობ, გემუდარები დაბრუნდი, ხო იცი, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელივანი, ვიდრე შენ ხარ ჩვენთვის)", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.