ავტორი:

"პარლამენტში "სახალხო" დამცველის გედის სიმღერას უსმენენ" - რას წერს წულუკიანი ნინო ლომჯარიას პარლამენტში გამოსვლაზე?

"პარლამენტში "სახალხო" დამცველის გედის სიმღერას უსმენენ" - რას წერს წულუკიანი ნინო ლომჯარიას პარლამენტში გამოსვლაზე?

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"პარლამენტში "სახალხო" დამცველის გედის სიმღერას უსმენენ" - წერს წულუკიანი.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოდის. ანგარიშში 2021 წლის ფაქტებია ასახული.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4 666 განცხადება შევიდა, ხოლო სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 11 126 ზარი განხორციელდა.

სახალხო დამცველმა 2021 წელს მოამზადა და სახელმწიფო უწყებებს მიმართა 67 რეკომენდაცია/წინადადებით. ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყებებიდან ყველაზე მეტი რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა.

2021 წლის განმავლობაში მომზადდა 20 სპეციალური ანგარიში, 17 კონსტიტუციური სარჩელი და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. მომზადდა და გაიგზავნა 13 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში გამოვლენილია დისკრიმინაციის 161 ახალი შემთხვევა, საიდანაც ყველაზე მეტი - 17% პოლიტიკური შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული ბოლო ანგარიშია, რადგან მას უფლებამოსილება რამდენიმე თვეში ეწურება.

ნახეთ ასევე: