ავტორი:

ლუკაშენკომ პუტინს დაბადების დღეზე ტრაქტორი აჩუქა

ლუკაშენკომ პუტინს დაბადების დღეზე ტრაქტორი აჩუქა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეზე ტრაქტორი, BELARUS-1523.3 აჩუქა. ამის შესახებ ბელარუსული სააგენტო "ბელტა“ წერს.

მათივე ცნობით, ტრაქტორი აღჭურვილია თესვის ფუნქციითაც.

"რა გაუგზავნეთ საჩუქრად პუტინს?“ - ჰკითხეს ჟურნალისტებმა ლუკაშენკოს, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ტრაქტორი.

ცნობისთვის, პუტინი დღეს 70 წლის გახდა. ალექსანდრ ლუკაშენკომ მას დაბადების დღე შემდეგი ტექსტით მიულოცა:

"დარწმუნებული ვარ, რომ მინსკი და მოსკოვი ერთად ადეკვატურად უპასუხებენ გლობალურ გამოწვევებს და მიაღწევენ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეს", - აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელიც ბელარუსის ლიდერმა, რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს 70-ე იუბილესთან დაკავშირებით გაუგზავნა. მისი თქმით, ძალიან აფასებს რუსეთის პრეზიდენტთან ღია და სანდო ურთიერთობებს, ასევე თანაბარ და ნაყოფიერ დიალოგს, რომელიც ემსახურება ბელარუსი-რუსეთის კავშირების განმტკიცებას.

"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით. როგორც დიდი სახელმწიფოს ნამდვილი ლიდერი, თქვენ იღებთ გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოთ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი განვითარება და რუსი ხალხის ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა“, - აცხადებს ლუკაშენკო.