ავტორი:

ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის სახელმწიფოს ჯამში 200 000 ლარის ნაცვლად 100 000-ლარიანი კომპენსაცია დაეკისრა

ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის სახელმწიფოს ჯამში 200 000 ლარის ნაცვლად 100 000-ლარიანი კომპენსაცია დაეკისრა

ხანუმ ჯეირანოვას ორ შვილს სახელმწიფო, კომპენსაციის სახით, ჯამში 100 000 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორაციას "საფარი" ავრცელებს.

ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, კომპენსაცია იმ მორალური ტრამვისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ. საუბარია 2014 წელს 16 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიცილპალიტეტის სოფელ ლამბალოში განვითარებულ მოვლენებზე – 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და საჯაროდ, მთელი სოფლის თვალწინ სასტიკად სცემეს. მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, 18 სექტემბერს, ხანუმ ჯეირანოვა გარდაიცვალა. პროკურატუსირის ვერსიით, მან თავი მოიკლა.

ჯეირანოვას მამამისის მონათხრობის თანახმად, ქალს ნათესავებმა ქმრის ღალატში დასდეს ბრალი და სასტიკად გაუსწორდნენ - სოფლის მამაკაცებმა, რომელთა შორის ჯეირანოვას მეუღლის ბიძაშვილიც იყო, ქალი სოფელში ფეხშიშველი, ცემითა და ფურთხებით ჩამოატარეს, სასტიკად სცემეს, მერე კი მამას მიუყვანეს, - ჩაიბარეო!

“საფარმა” კომპენსაციის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა.

ორგანიზაციის თანახმად, კომიტეტმა დაადგინა, რომ “საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით”. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძება, მეორე მხრივ კი ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.

ნინო ანდრიაშვილის განმართებით, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც იყო მოპასუხე მხარე, კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობდა:

“ფინანსთა სამინისტრომ საერთოდ არ აღიარა ჩვენი წარდგენილი სარჩელი. ამბობდნენ, არავითარ შემთვევაში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან CEDAW-მ მხოლოდ რეკომენდაცია გასცა და ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, კომპენსაცია დავაკისროთ სახელმწიფოსო.”ანდრიაშვილის თქმით, CEDAW-ს გადაწყვეტილების შემდეგ კომპენსაციის გადახდაზე სასამართლო დავა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და მოსამართლეს მხოლოდ თანხის ოდენობაზე უნდა ემსჯელა. იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღება, თუმცა, ამ შემთხვევაში სხდომა ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა. საბოლოოდ, “საფარის” მიერ მოთხოვნილი ოდენობის – თითოეულ შვილზე 100 000 ლარის ნაცვლად, სასამართლომ თითოეულისთვის 50 000 ლარი განსაზღვრა." - აცხადებს ადვოკატი.