ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და საკრებულოს მოქმედ წევრს ზაალ გოროზიას აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 - ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სენაკის რაიონულ სასამართლოში დღეს მიიღეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გოროზია გირაოს გადახდამდე პატიმრობაში დარჩება.
პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
საკრებულოს წევრი ცოლზე ძალადობის ბრალდებით 5 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ცოლზე ფიზიკურად იძალადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.