ავტორი:

"ამერიკელი ექიმი ამ დრომდე დგას "ვივამედში". იმედით, რომ მიშასთან შეუშვებენ. ნინო ლომჯარია, თქვენ მაინც გვიშველეთ რამე" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"ამერიკელი ექიმი ამ დრომდე დგას "ვივამედში". იმედით, რომ მიშასთან შეუშვებენ. ნინო ლომჯარია, თქვენ მაინც გვიშველეთ რამე" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ექსპრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ექიმის ფოტოს, რომელიც მისი თქმით, "ვივამედში" დგას და ელოდება, როდის შეუშვებენ პაციენტთან.

"ამერიკელი ექიმი ამ დრომდე დგას "ვივამედში". იმედით, რომ მიშასთან შეუშვებენ. ნინო ლომჯარია, თქვენ მაინც გვიშველეთ რამე." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

დღეს, ექსპრეზიდენტი კლინიკაში უმცროსმა შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა მოინახულა. მან განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და გამოთქვა იმედი, რომ მასთან უახლოეს მომავალში ექპერტს შეუშვებენ.

"რაც ახლა ხდება, მართლაც ძალიან სანერვიულოა. გამიხარდება, რომ მასთან ექსპერტი მაინც შეუშვან, რაიმე პროგრესი იყოს და ტახტზე ჩამომჯდარი მაინც დავინახო, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის თქმით, ექსპრეზიდენტთან არ უშვებენ მის ამერიკელ ექიმს.

მასიმო დანჯელოს განცახდებით, ნებართვის მისაღებად აშშ-ს და უკრაინის საელჩოებთანაც მუშაობენ.

"ჩვენ ვმუშაობთ აშშ-ის საელჩოსთან, უკრაინის საელჩოსთან. ჩვენ გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრიზი, რომელიც არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, მაგრამ ჯერ არ გვაქვს თანხმობა, რომ შემოვიდეს პრეზიდენტ სააკაშვილის სანახავად. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ გვყავს ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ უშვებენ" - განაცხადა უფლებადამცველმა რამდენიმე დღი წინ.

ასევე იხილეთ: