ავტორი:

ამერიკელი ექიმი მიხეილ სააკაშვილთან გვიან ღამით შეუშვეს - რა თქვა ადვოკატმა ჯეიმს კობის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ?

ამერიკელი ექიმი მიხეილ სააკაშვილთან გვიან ღამით შეუშვეს - რა თქვა ადვოკატმა ჯეიმს კობის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, აშშ-დან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ჯეიმს კობის დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

როგორც ხაჭაპურიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამერიკელი ექიმი გამოიკვლევს თუ რამ გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

ცნობისთვის, აშშ-დან მოწვეულმა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ჯეიმს კობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარა.

მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ნებართვა გასცა, ამერიკიდან მოწვეულ ექიმ-სპეციალისტებს: ჯეიმს კობის, სპეციალობაში “ორთოპედია-ტრავმატოლოგია” და სტიუარტ ი.ფინკელს, სპეციალობაში “გასტროენტეროლოგია", მიენიჭოთ დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება, 6 თვის ვადით.