ავტორი:

"რომ მითხრა შატილში უნდა გავთხოვდე, გელა დაიაურს მივყვები მთაშიო, ხუმრობა მეგონა" - ქალი, რომლის ხმაც მთაში სულ იქნება: როგორ იხსენებენ თეონა ქუმსიაშვილს ტრაგედიიდან 12 წლის შემდეგ?

"რომ მითხრა შატილში უნდა გავთხოვდე, გელა დაიაურს მივყვები მთაშიო, ხუმრობა მეგონა" - ქალი, რომლის ხმაც მთაში სულ იქნება: როგორ იხსენებენ თეონა ქუმსიაშვილს ტრაგედიიდან 12 წლის შემდეგ?

"მთაში გზა რომ იკეტება, უნებურად შიში გიპყრობს, რა მოხდება, უცებ რომ გაგიჭირდეს, ავად გახდე და ბარში წასვლა დაგჭირდეს. იცი, რომ ღვთის მეტი ვერავინ დაგეხმარება. მხოლოდ მის იმედად ხარ დარჩენილი. ასეთ დროს ლოცვა მეხმარება. ის მმატებს სიმტკიცეს და აღარ მეშინია მოსალოდნელი საფრთხის. ამიტომაც არის, რომ მთის ხალხის რწმენა განსაკუთრებით მძაფრია. მთაში გაზრდილი ბავშვიც იმიტომ არის უფრო მგრძნობიარე და მზრუნველი, რომ ხედავს, რამხელა განსაცდელის გადატანა უწევთ უფროსებს. ბავშვების ხმა აცოცხლებს აქაურობას და ეს ხმა არ უნდა მიწყდეს არასოდეს! მალე, ალბათ, მათ ხმას ჩემი შვილისა და შემდეგ უკვე შვილიშვილის ხმაც შეემატება. ჩვენი სულიერი მწყემსის, პატრიარქის თხოვნა, გამრავლდითო, უნდა შეისმინონ ქართველებმა", - ეს სიტყვები მთის ბულბულად წოდებულ, უკვე ანგელოზად ქცეულ თეონა ქუმსიაშვილს ეკუთვნის. 12 წლის წინ ხევსურეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა - ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად არაგვმა წაიღო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა თეოს ხმა დღესაც ჩაესმის ყურში ყველა იმ ადამიანს, რომელთაც მისი სიმღერა უყვარდათ.

დეკანოზი ალექსანდრე (ბოლქვაძე), თეონა ქუმსიაშვილის მოძღვარი: - მოძღვარი, როდესაც მასთან მრევლი მოდის, ძალიან დიდ სიხარულს განიცდის, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც განსაკუთრებულ ნუგეშს ანიჭებენ მოძღვარს. ძალიან მიხაროდა თეონას ნახვა. სულ ვფიქრობდი, რომ ეს გოგონა ბევრს მიაღწევდა და რაღაცას დიდს შექმნიდა.

გელა დაიაური, პოეტი, თეონა ქუმსიაშვილის მეუღლე: - ვინც იცნობდა თეოს, ყველა იტყვის, რომ ეს იყო ადამიანი განსაკუთრებული ხასიათითა და გამორჩეული ხმის ტემბრით. ხომ ხედავთ, როგორ უჭირს ადამიანს სოფელში ცხოვრება, იქ სიმარტოვეში ყოფნა, სადაც არც კომუნიკაციაა და არც კომფორტი, მაგრამ თეოს ჰქონდა ისეთი ბუნება, რომ ზუსტად იქ იყო, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად უჭირდა.

"მთაში ცხოვრება მძიმე ტვირთიაო, ამბობენ. არა, ქალაქია ტვირთი. მძიმე ტვირთია ათასგვარი საცდურით დახუნძლული. მთა კი სუფთაა, გიცავს. გულში გიხუტებს. საზრდოს გაძლევს. თუმც განსაცდელსაც გივლენს, რომ არ დანელდე, არ მოდუნდე, არ დაეცე, რომ მუდამ გახსოვდეს ღმერთი", - ამბობდა თეო ქუმსიაშვილი.

დეკანოზი ალექსანდრე (ბოლქვაძე):

- ერთხელ მითხრა, შატილში უნდა გავთხოვდე, გელა დაიაურს მივყვები მთაში საცხოვრებლადო. ჯერ ხუმრობა მეგონა. ვიფიქრე, ცოტა ხანს იქნებიან, ზაფხულში, და მერე ჩამოვლენ-მეთქი. ჯერ ერთი შვილი შეეძინათ, მერე მეორეც... წლები გავიდა და თეო სულ იქ იყო. სიმართლე გითხრათ, ეს გმირობა იყო, როცა მთაში ასე ჭირს ცხოვრება და ამ დროს იქ რჩები სამუდამოდ, ადვილი არაა. მე ყველასთან ვამბობდი: იცით, მე მყავს მრევლი, რომელიც შატილში ცხოვრობს, ოჯახს უვლის და საქართველოს კარიბჭესთან უშიშრად დგას-მეთქი. მეამაყებოდა, ძალიან მეამაყებოდა.

ნინო ქუმსიაშვილი, თეონას ბიძაშვილი: - სანამ ერთმანეთს გაიცნობდნენ, ვინც გელას და თეოს იცნობდა, ყველა ორივეს ცალ-ცალკე ეუბნებოდა, იმდენად ჰგავხართ, როგორ არ იცნობთ ერთმანეთსო, და აი, გელას ორგანიზებულ ხევსურულ საღამოზე შედგა მათი შეხვედრა. თეო დაპატიჟეს, როგორც მთიდან ჩამოსული მომღერალი...წაიკითხეთ სრულად