ავტორი:

როგორ ეხმაურება პუტინი ყირიმის ხიდზე შექმნილ საგანგებო ვითარებას?

როგორ ეხმაურება პუტინი ყირიმის ხიდზე შექმნილ საგანგებო ვითარებას?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს დაავალა, შექმნას სამთავრობო კომისია ყირიმის ხიდზე შექმნილ საგანგებო ვითარების გამომწვევი მიზეზების დასადგენად და შედეგების რაც შეიძლება სწრაფად აღმოსაფხვრელად, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყირიმის ხიდზე შექმნილ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა მოხსენებები მოისმინა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისგან, ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულინისგან, საგანგებო სიტუაციების მინისტრ ალექსანდრ კურენკოვისა და ტრანსპორტის მინისტრ გენადი საველიევისგან, ასევე სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებისგან.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზებს ცეცხლი გაუჩნდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან, საავტომობილო და სარკინიგზო ნაწილისგან შედგება და ის რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. ხიდი რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ ააშენა. ხიდის საავტომობილო ნაწილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 19 კმ-ია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გახსნა, სარკინიგზო ხიდი კი ორი წლის შემდეგ გაიხსნა.