ავტორი:

ცნობილი რადიოლოგი გენრიეტა გაგოშიძე გარდაიცვალა

ცნობილი რადიოლოგი გენრიეტა გაგოშიძე გარდაიცვალა

რადიოლოგი გენრიეტა გაგოშიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მედიკოსის მეგობრები ავრცელებენ. ინფორმაციას საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

"ჩემი გრეტა, ჩემი მეგობარი ადამიანი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი და უამრავი ადამიანის შვილების დაბადებაში… მშვიდად განისვენე გრეტ, სადაც მართალნი განისვენებენ, სიტყვები უძლურია ამ ტკივილთან სულ მემახსოვრები… შეხვედრამდე იმიერ საქართველოში"...

"გავიყინე! გულში რაღაც ძალიან ჩამწყდა! თქვენ იყავით, ბნელ გვირაბში ორი ნათელი წერტილი, რომელიც ძალას მმატებდით და იმედს არასოდეს კარგავდით! Genrieta Gagoshidze მიჭირს დაჯერება, რომ თქვენთან მოსვლას ვეღარ შევძლებ! უფალმა მარადიული სასუფეველი დაგიმკვიდროთ, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ! თქვენი ნაკეთები სიკეთეები გაგინათებთ გზას, მარადიულ სამყოფელში!" - წერენ მედიკოსის კოლეგები და მეგობრები სოციალურ ქსელში.

ცნობილია, რომ ბოლო წლები გენრიეტა გაგოშიძე სიმსივნეს ებრძოდა. ის გაგუას კლინიკაში მუშაობდა და ერთ-ერთი ცნობილი რადიოლოგი იყო საქართველოში.