ავტორი:

"2012 წელს, პირველ ოქტომბერს, ღამით, თავისუფლების მოედანზე მოზეიმე ქოცების საცობში ამოვყავი თავი...ექსტაზში იყვნენ" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

"2012 წელს, პირველ ოქტომბერს, ღამით, თავისუფლების მოედანზე მოზეიმე ქოცების საცობში ამოვყავი თავი...ექსტაზში იყვნენ" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი 2012 წელს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" დაიწყო. პოსტს ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს:

"2012 წლის 1 ოქტომბერს, არჩევნები რომ წავაგეთ დამავიწყდა რომ ქუჩაში ზეიმია და ღამით, თავისუფლების მოედანზე მოზეიმე ქოცების საცობში ამოვყავი თავი მანქანით. ექსტაზში იყვნენ და ვერ მხედავდნენ, რომ მათი საძულველი პერსონაჟისთვის უხდებათ გზის დათმობა. მარტო ვიყავი - ატმოსფეროს ეტყობოდა, რომ ეს ხალხი შურისძიების გრძნობას ყავს ატანილი და არა გამარჯვების სიხარულს.

ჩვენი დამარცხება რომ უხაროდათ და არა საკუთარი გამარჯვება, ეს მაშინვე ჩანდა.ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ რეტროგრადების რეაქციამ გაიმარჯვა და პოლიტიკური შურისძიების დამღელი, მოსაწყენი და დამანგრეველი ეპოქა დაიწყებოდა.ამიტომ, მშვიდად შევხვდი ტალღას - ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი და ჩემი მეგობრები შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ და საბრძოლველი იქნება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიჭირეს დავით კეზერაშვილი იყო - ნიცაში დააკავეს და მარსელის ციხეში მოათავსეს.პირველი, რამაც ამბის გაგების დროს დამზაფრა, ბუნებრივია დათოს ოჯახის მდგომარეობა იყო, მაგრამ ამაზე მეტად ის მანაღვლებდა, რომ ებრაელი კაცი, შეიძლება არაბებთან ერთად იყო მარსელის ციხეში, ან ქართველ კრიმინალებთან, ამიტომ იმ ღამის ამოცანად მისი მარტოსულ საკანში გადაყვანა დავსახეთ - აწ გარდაცვლილი რენო სალინი იყო საფრანგეთის ელჩი მაშინ, ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი და მალევე შეძლო გიგამ, რომ ცალკე კამერაში გადაეყვანათ.

ცხადია, ამოცანა იყო, დაგვემტკიცებინა, რომ კეზერაშვილის დევნის მოტივი პოლიტიკურია - ის ნაცმოძრაობის დამფინანსებელი იყო და ამიტომ დევნიდნენ.გიგამ წერილი გააკეთა საფრანგეთის მთავრობისთვის, სადაც ახსნილი იყო კეზერაშვილის დაკავების მოტივი. სააკაშვილი, რომელიც მაშინ პარტიის თავმჯდომარედ რჩებოდა, ჯერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ ჰქონდა ნათქვამი, ხელმოწერაზე უარს იძახდა.

იძახდა რომ კეზერაშვილი არის კომპრომატი და რომ მისი გათავისუფლების თხოვნა მის დისკრედიტაციას გამოიწვევს.მერე კი გაიგო, მაგრამ მაშინ დათოს ეს დავუმალეთ - გული რომ არ ტკენოდა. ვიფიქრეთ, ისედაც ნერვიულობს, რაღად უნდა გაღიზიანება.ვიპოვეთ ფრანგი ადვოკატები, რომლებმაც იდეალურად იმუშავეს და საქმე იქამდე მივიდა, რომ პროკურორმა მოითხოვა დათო საქართველოს მთავრობისთვის არ გადმოეცათ, ვინაიდან საქმე პოლიტიკური იყო (ქოცების სიდებილე ძალიან დაგვეხმარა, დაგვეხმარა რომ საქმის მთავარი ფიგურანტი დათოს სიძე იყო, რომელიც დაკავებისას თან ახლდა და მისი დაკავება საქართველოს მთავრობას არ მოუთხოვია, რაც ნათელს ხდიდა რომ დათო პოლიტიკური მოტივებით დააკავეს და საქმე არ აინტერესებდათ).საფრანგეთში გამარჯვების შემდეგ, დათო ბრიტანეთში დააკავეს.ზუსტად აღარ მახსოვს რა საქმე იყო, მაგრამ პროცესზე მოწმედ გიგა გავიდა - გიგამ აუხსნა ბრიტანელ მოსამართლეს, რა მოტივი ჰქონდა ხელისუფლებას როდესაც დათოს დევნიდა.

დათოს ბრიტანელი ადვოკატი აღფრთოვანებული იყო გიგათი - ანკი რატომ არ იქნებოდა? დათოს გარდა, ბრიტანეთში მისი ფინანსისტი, ალექსანდრე გოგოხიაც დააკავეს.გოგოხიას პროცესზე მე გამოვედი მოწმედ - ძალიან დაეხმარა დათოს, რომ რაღაც დრო ტაბულას აფინანსებდა - ფინანსისტი რიცხავდა თანხას და მე, როგორც ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი, კარგი მოწმე ვიყავი ხელისუფლების მოტივაციის დასადგენად. მახსოვს, იმდენი ვილაპარაკე და ისე შევედი ეშხში, მოსამართლემ მითხრა ცოტა ნელა ქენი, სტენოგრაფისტი ვერ გეწევაო - ძაან გავერთე, საინტერესო გამოცდილება იყო.მოკლედ, ბრიტანეთშიც მოიგო დათომ. გოგოხიამაც მოიგო. როგორც დაინახეთ, საქართველოს ხელისუფლებას არცერთი არ გადმოსცეს.-------ამის მერე გავიდა რაღაც დრო და დათომ ძალიან ბევრი ფული დახარჯა, რომ

ბოკერიასთვის ჯერ 3.7 პროცენტიანი პარტია წაერთმია (?!) - რა არ დააბრალეს ამისთვის, ლუკაშენკო ხარო, დასძახოდნენ. ეგ რომ ვერ შეძლო, მერე იზოლაციით "დაესაჯა“ - მელიას აშანტაჟებდნენ, არ დაგაფინანსებთ თუ ბოკერიას საკუთარი პროექტიდან არ გაწევ და არ იზამ ისე, რომ ჩვენ მართლები გამოვჩნდეთო.ამ პროცესში კიდევ ერთი პერსონაჟის საოცარი ლუსტრაცია მოხდა - დიადი მუნჯი ალაპარაკდა, როდესაც დაფინანსების წყაროს შეეხნენ და პატიოსნების და წესიერების ახალი განმარტებაც დაიდო, მაგრამ ამაზე მერე.

მოკლედ, ცოტა ხანს კიდევ აირწინაღებით ვიმოძრავებთ ამ სიმყრალეში და როცა სანიტარული კორდონის აგებას დავასრულებთ, ჩვენი ახალი, გონიერი და პატიოსანი გუნდით წარვდგებით თქვენ წინაშე", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.