ავტორი:

"საშიში არ არის, მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ... ამბობენ, უკრაინაში ბავშვებს კლავენო, სამწუხაროდ, ომი რომ მიდის, ეროვნება არ იცის" - მეუფე იაკობი

"საშიში არ არის, მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ... ამბობენ, უკრაინაში ბავშვებს კლავენო, სამწუხაროდ, ომი რომ მიდის, ეროვნება არ იცის" - მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ "საშიში არ არის, თუ მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ."

"საშიში ის არ არის, მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, უფრო უარესიც შეიძლება დაემართოს მსოფლიოს ერთმანეთს თუ ჩამოუყრიან თანამგზავრებს, აღარც ინტერნეტი იქნება მერე და აღარც ტელეფონები. წარმოიდგინეთ, რამდენი საუკუნით უკან უნდა დავბრუნდეთ", - ამბობს იაკობი.

  • ომის საკითხზე საუბრისას, მან თქვა, რომ "ომმა არ იცის უკრაინელი ბავშვი იქნება მსხვერპლი, თუ სხვა ეროვნების"

"ხშირად ამბობენ, უკრაინაში ბავშვებს კლავენო, სამწუხაროდ, ომი რომ მიდის, ეროვნება არ იცის ბავშვის, ეროვნების განსხვავება, როგორც უკრაინელები, ისე რუსები და ვინც არის დასახლებული ასევე სხვებიც კვდებიან ხომ იქ?!

ამერიკაში სასამართლომ რომ მიიღო გადაწყვეტილება აბორტებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება. ქალების უფლებები ირღვევაო რა და დედები რომ მკვლელები იყვნენ თავიანთი შვილების, ამას მხარს უჭერდნენ, წარმოგიდგენიათ?! და უკრაინელებზე წუხან მერე? როგორ დაგიჯერო, რომ უკრაინელებზე წუხხარ. ღმერთი რასაც გაძლევს, მიიღე.

ამიტომ ჩვენ მიმართ, საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტებს თავი გაანებონ", - ამბობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი.