ავტორი:

ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთთან - დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთთან - დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან 4 ბავშვია.

შემთხვევა იგოეთის სიახლოვეს მოხდა, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ავტომობილში მყოფი 2 პირი და 4 არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან,

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

~