ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის "რეალის“ ლეგენდარული მეკარე იკერ კასილასი ამბობს, რომ გეია. ამის შესახებ კასილასმა "ტვიტერის“ ოფიციალურ“ გვერდზე დაწერა.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="es" dir="ltr">Espero que me respeten: soy gay. <a href="https://twitter.com/hashtag/felizdomingo?src=hash&ref_src=twsrc%5Etfw">#felizdomingo</a></p>— Iker Casillas (@IkerCasillas) <a href="https://twitter.com/IkerCasillas/status/1579081769890250753?ref_src=twsrc%5Etfw">October 9, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
მის "ტვიტს“ არაერთი კომენტარი მოჰყვა. მათ შორის ყურადღება მიიპყრო ესპანეთის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის, კარლეს პუიოლის კომენტარმა - "დროა, ჩვენი ამბავი მოვყვეთ, იკერ“, - წერს პუიოლი.

როგორც გამოცემა mundodeportivo წერს, მას შემდეგ რაც კასილასი ცოლს, სარა კარბონეროს დაშორდა, მას ქალები გარს ეხვევიან და ყველა ცდილობს, რომ ლეგენდარული მეკარის გერლფრენდი გახდეს, ესპანური პრესა ყოველ კვირაში იკერს სხვადასხვა ქალთან ურთიერთობას მიაწერს.
გამოცემის ცნობით, იკერ კასილასს ბოლოს ერთ-ერთ ესპანელ ქალთან რომანს მიაწერდნენ და ამ ინფორმაციას კონფიდენციაური წყარო Telecinco-ს უდასტურებდა. წყაროს ცნობით, წყვილს ჯერ არ სურდა ურთიერთობის გასაჯაროება. წყარო ამბობდა, რომ იკერი შეყვარებული ჩანდა.
ესპანური მედია იკერის ტვიტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას იძიებს.