ავტორი:

"ჯერ ახრჩობდა, შემდეგ კი ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა" - ფემიციდის მორიგი ფაქტი: ვინ იყო თელავში მოკლული 26 წლის ქალი და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები

"ჯერ ახრჩობდა, შემდეგ კი ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა" - ფემიციდის მორიგი ფაქტი: ვინ იყო თელავში მოკლული 26 წლის ქალი და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები

თელავში მოკლული ახალგაზრდა ქალი 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილია. ambebi.ge-ს ინფორმაციით, იგი ქმარმა ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა.

"მუდმივად ემუქრებოდა და ძალადობდა მასზე. ოქტომბრის დასაწყისში შსს-მ კაცი დააკავა, თუმცა 2000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. დღეს, შუადღისით მიაკითხა სახლში, ჯერ ახრჩობდა, შემდეგ კი დანით სასიკვდილო ჭრილობები ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მიაყენა." - აცხადებს მოკლულის ახლობელი..

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობა ცხელ კვალზე გახენეს. შსს-ის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს 1996 წელს დაბადებულ მ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს