ავტორი:

"ბავშვი მოვარდა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო... ერთი კვირის წინ დააკავეს ძალადობისთვის, თუმცა გირაოთი გამოუშვეს. მაშინ დაემუქრა, ცოცხალი გვამი ხარო" - რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა

"ბავშვი მოვარდა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო... ერთი კვირის წინ დააკავეს ძალადობისთვის, თუმცა გირაოთი გამოუშვეს. მაშინ დაემუქრა, ცოცხალი გვამი ხარო" - რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა

თელავში 22 წლის თ.გ.- მა 26 წლის მეუღლე, მარიამ გამტკიცულაშვილი მოკლა. ფაქტს გარდაცვლილი ქალის მცირეწლოვანი შვილები შეესწრნენ.

მოკლული ქალის დედის თქმით, შვილის სიკვდილი მას შვილიშვილებმა შეატყობინეს.

"ბავშვი მოვარდა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო. ტუალეტში შეიყვანა, დედას ახრჩობს და დანა დავუმალეო. ერთი კვირის წინ დააჭერინა, იმდენი ეცადნენ მისიანები, გამოაშვებინეს. ბავშვმა კი მითხრა, თორნიკე დედასთან არის და კლავსო, მაგრამ მე ვეღარ მივიდოდი, მე რომ მივსულიყავი, ჩემი ქმარი და შვილი გამოვიდოდნენ და კიდევ მკვლელობა მოხდებოდა. 6 წლის ბავშვი, გოგო, ჩემთან გამოიქცა, წლინახევრის ბავში კი დარჩა დედასთან და იმან თავისი თვალით დაინახა ეს ყველაფერი." - ამბობს ambebi.ge - სთან მარიამ გამტკიცულაშვილის დედა.

დედის მონათხრობის თანახმად, ბრალდებული მამაკაცი პოლიცამ 3 ოქტომბერს მის შვილზე ძალადობის მუხლით დააკავა, თუმცა რამდენიმე დღეში 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გააათავისუფლა.

"ძალადობის მუხლით იყო დაკავებული და გამოუშვეს. რასაც ემუქრებოდა, ის აისრულა. იმ ღამეს მეც გამარტყა. დაემუქრა ჩემს შვილს, ცოცხალი გვამი ხარო. გიჟია, ეს რომ გარეთ გამოვიდეს, სამივე ბავშვს მომიკლავს. სამუდამო უნდა მიესაჯოს." - აცხადებს გარდაცვლილი ქალის დედა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.