ავტორი:

აფეთქებები კიევში - ოკუპანტების შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

აფეთქებები კიევში - ოკუპანტების შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვის რაიონში - დედაქალაქის ცენტრში. დეტალები მოგვიანებით“, - დაწერა კლიჩკომ "ტელეგრამზე“.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ამასთანავე, შსს-ის ხელმძღვანელის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ვოლოდიმირსკის ქუჩაზე გრუშევსკის ძეგლთან დაეცა, სადაც ამჟამად მაშველები მუშაობენ.

უკრაინული მედიის ცნობით, დედაქალაქის ცენტრში, შემთხვევის ადგილზე ავტომობილები იწვის.

რუსეთი ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ დარტყმით იმუქრებოდა. ოკუპანტები იმუქრებოდნენ უმაღლეს რადაზე დარტყმით, აგრეთვე ბირთვული იარაღის გამოყენებით. შეგახსენებთ, პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქება "ტერაქტად" შეაფასა.

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 5, მათ შორის ბავშვი, დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. დანგრეულია საცხოვრებელი სახლი. ბოლო ერთი კვირაა რუსეთის სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბნებს თითქმის ყოველდღე უტევენ. დაღუპულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

რუსმა სამხედროებმა წუხელ სარაკეტო იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზეც. ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრზე შეტევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და 2 დაიჭრა.

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ხმელნიცკის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც.

იხილეთ ასევე: