უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ოკუპანტებმა შეტევა მიიტანეს უკრაინის რიგ ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, სადაც აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა. "რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვის რაიონში - დედაქალაქის ცენტრში. დეტალები მოგვიანებით“, - დაწერა კლიჩკომ "ტელეგრამზე".
შსს-ის ხელმძღვანელის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა, სულ ცოტა, 12. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი რაკეტა ჩავარდა კიევის ცენტრში მდებარე ტარას შევჩენკოს სახელობის პარკში, საბავშვო მოედანზე.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ru" dir="ltr">Взрыв в Киеве попавл в прямой эфир Би-би-си. <a href="https://t.co/6rCJBsPKZN">pic.twitter.com/6rCJBsPKZN</a></p>— bbcrussian (@bbcrussian) <a href="https://twitter.com/bbcrussian/status/1579369473512861698?ref_src=twsrc%5Etfw">October 10, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
უკრაინის კულტურის მინისტრის განცხადებით, სარაკეტო შეტევის შედეგად კიევში დაზიანდა ფილარმონიისა და შევჩენკოს მუზეუმის შენობები.
კიევში აფეთქება bbc -ის პირდაპირ ეთერში მოხვდა.
აფეთქებების გამო კიევში მეტროს მიწისქვეშა საგურები თავშესაფრად მუშაობს, მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია.

აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან, ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ლვოვის ოლქში დაფიქსირდა დარტყმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მის შესახებ "ტელეგრამზე" იტყობინება ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი.
ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის განცხადებით, ოკუპანტების შეტევის გამო დაიხურა სკოლები და გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება მას მერე, რაც შეწყდება საჰაერო განგაში.
სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 5, მათ შორის ბავშვი, დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. დანგრეულია საცხოვრებელი სახლი. ბოლო ერთი კვირაა რუსეთის სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბნებს თითქმის ყოველდღე უტევენ. დაღუპულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

რუსმა სამხედროებმა წუხელ სარაკეტო იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზეც. ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრზე შეტევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და 2 დაიჭრა.
დღეს დილით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ხმელნიცკის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც.
რუსულმა ძალებმა ხარკოვსაც დაარტყეს.
იხილეთ ასევე: