ავტორი:

ვლადიმერ პუტინი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს

ვლადიმერ პუტინი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც დასავლური მედია წერს, სხდომა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც შაბათს აფეთქებამ ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია.