იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "კრემონეზეს" 4:1 სძლია, სტუმართა ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ პენალტი მოიპოვა. რომელიც პოლიტანომ გოლად აქცია, შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ გასულმა გადაცემაც გააკეთა და ლოსანოს გაატანინა.
აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებმა ყველა ტურნირზე უკვე ზედიზედ მე-8 შეხვედრა მოიგეს, რაც გუნდის აბსოლუტური რეკორდია.
7 მოგებითა და 2 ფრით სერია A-ს 9 ტურის შემდეგ "ნაპოლი" ლიდერობს. მას 2 ქულით "ატალანტა", 3-ით კი "უდინეზე" და "მილანი" ჩამორჩებიან.
მატჩის შემდეგ "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი განსაკუთრებით იმით დარჩა კმაყოფილი, რომ მეკარესთან პირისპირ გასულმა ქართველმა თავად კი არ გაიტანა, არამედ უკეთეს პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს გადააწოდა ბურთი.
"მე-3 გოლი კვარაცხელიას დამსახურებაა. გოლის ავტორად ლოსანო ჩაიწერა, მაგრამ ხვიჩას უნდა მივაკუთვნოთ... რაც მან გააკეთა, ეს უკან დაუბრუნდება, ამას არ დავუვიწყებთ. პენალტი საეჭვო გახლდათ? როგორც სათადარიგო სკამიდან დავინახე, პენალტი იყო. "კვარას" მთელი თამაში ხელებითაც ეუხეშებოდნენ და მან მითხრა, რომ ისეთი რაღაცებიც გააკეთეს მის წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია..." - განაცხადა სპალეტიმ.
იხილეთ ასევე: