ავტორი:

პუტინი და ლუკაშენკო ერთობლივი სამხედრო ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ

პუტინი და ლუკაშენკო ერთობლივი სამხედრო ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე დაძაბულობის გამწვავების საპასუხოდ, ერთობლივი რეგიონალური ძალების განთავსებაზე შეთანხმდა.

"სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონალური ძალების განთავსებაზე. ეს ყველაფერი ჩვენი დოკუმენტების მიხედვითაა. თუ საფრთხის დონე მიაღწევს არსებულ დონეს, ვიწყებთ სამეკავშირეო სახელმწიფოს ძალების ჯგუფის გამოყენებას“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი განმარტებით, ჯგუფის შექმნა მისი დავალებით ორი დღის წინ დაიწყო.