ავტორი:

ქართული ფინალი არ შედგება - ბექაური და მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

ქართული ფინალი არ შედგება - ბექაური და მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 საშეჯიბრო დღეს, ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.

სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე იტალიელ კრისტიან პარლატისთან ბოლო წამზე იპონით დამარცხდა, ლაშა კი უზბეკ დავლათ ბობონოვთან აკრძალული ილეთის გამო, მსაჯის გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძე კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს დაუპირისპირდება, ლაშა ბექაური კი ესპანეთის სახელი მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს შეხვდება.

sportall.ge