ავტორი:

"რუსეთი მკაცრად უპასუხებს, თუ უკრაინა ტერაქტების ორგანიზებას გააგრძელებს" - პუტინი

"რუსეთი მკაცრად უპასუხებს, თუ უკრაინა ტერაქტების ორგანიზებას გააგრძელებს" - პუტინი

რუსეთი მკაცრად უპასუხებს, თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს ტერაქტების ორგანიზებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან კიევის ხელისუფლება დგას.

"8 ოქტომბრის აფეთქება არის ტერორისტული აქტი. ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ასევე აშკარაა, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები და მონაწილეები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, - განაცხადა პუტინმა.