ავტორი:

მეფე ჩარლზის კორონაცია ბევრად უფრო მოკრძალებულად ჩაივლის, ვიდრე ელისაბედ II-ის - როდის გაიმართება ცერემონია?

მეფე ჩარლზის კორონაცია ბევრად უფრო მოკრძალებულად ჩაივლის, ვიდრე ელისაბედ II-ის - როდის გაიმართება ცერემონია?

დიდი ბრიტანეთის გამოცემის, dailymail-ის მიხედვით, მეფე ჩარლზის კორონაცია ელისაბედ II-ისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მოკრძალებულად ჩატარდება. 96 წლის დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, ჩარლზის მეფედ კურთხევის ცერემონიის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ გავრცელებული ხმების მიხედვით, დაგეგმვა უკვე დაწყებულია.

1954 წელს ვესტმინსტერის სააბატოში გამართულ ღონისძიებას, რომლის დროსაც ელისაბედს სამეფო გვირგვინი ოფიციალურად დაადგეს, 8 000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. დედოფლის კორონაციის პროცესზე კი, 129 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ცერემონიის ტრადიციულ მონაკვეთებში, დედოფალს არაერთი ოქროს ნივთი აჩუქეს, მათ შორის სამაჯურები და მოსასხამი. მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალური სამეფო საიტის მიხედვით, მეფე ჩარლზის კორონაცია განსხვავებულად ჩაივლის.

dailymail-ის ცნობით, ჩარლზის კორონაციას 8000-ის ნაცვლად, დაახლოებით 2 000 სტუმარი დაესწრება, თავად ცერემონია კი 1 საათი გაგრძელდება, როცა ელისაბედის კორონაციამ თითქმის 3 საათს გასტანა.

შიდა წყაროს ცნობით, მეფე ჩარლზის კორონაცია, შესაძლოა, რამდენიმე თვის შემდეგ შედგეს. თავად ელისაბედ II-ის კორონაციაც მისი ტახტზე ასვლიდან 15 თვის შემდეგ ჩატარდა. თუმცა მარლინი კონიგის, სამეფო ისტორიკოსის და ევროპული და ბრიტანული მონარქიების ექსპერტის თქმით, ცერემონია, სავარაუდოდ, ივნისში ჩატარდება, იმავე თვეში, როცა 70 წლის წინ ელისაბედის კორონაცია შედგა.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა