ავტორი:

2 მედალი და მორიგი წარმატებული დღე მსოფლიოს ჩემპიონატზე - ბექაურმა და მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

2 მედალი და მორიგი წარმატებული დღე მსოფლიოს ჩემპიონატზე - ბექაურმა და მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

დღეს, 10 ოქტომბერს ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მერვედფინალში იაპონიის მოქმედი ჩემპიონი კოსუკე მაშიიამა დაამარცხა, მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელ მასედოს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი 37 წამში იპონით დაამარცხა, სამწუხაროდ ნახევარფინალში ლაშა მსაჯების გადაწყვეტილებით უზბეკ დავლათ ბობონოვთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს იპონით სძლია.

sportall.ge