ავტორი:

"მიშასთან ნდობაში შესვლა ისე მოახერხე, ახლობლებს არწმუნებდა შენს გულწრფელობაში... დაიდება ამერიკელი ექიმების დასკვნა და ცუდ დღეში არ ჩავარდე" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო ნადირაძეს მიმართავს

"მიშასთან ნდობაში შესვლა ისე მოახერხე, ახლობლებს არწმუნებდა შენს გულწრფელობაში... დაიდება ამერიკელი ექიმების დასკვნა და ცუდ დღეში არ ჩავარდე" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო ნადირაძეს მიმართავს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კლინიკა "ვივამედის" დირექტორს, ნინო ნადირაძეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართავს. "ვივამედი" სწორედ ის კლინიკაა, სადაც სააკაშვილი მკურნალობს.

"უკრაინის ფონზე ყველა თემა ზედმეტი და არადროული მგონია, მაგრამ მიშას ამბავზეც დუმილი ახლა დანაშაულია.

ნინო, შენ უნდა ჩამოყალიბდე მიშას გულშემატკივარი ხარ, თუ სუს-ის მეგობარი, რომელმაც მიშასთან ნდობაში შესვლა ისე მოახერხე, ახლობლებს არწმუნებდა შენი მეგობრობის გულწრფელობაში.

დაიდება მალე ამერიკელი ექიმების დასკვნა და ხელშეკრულებით გაფორმებული დირექტორი ძალიან ცუდ დღეში არ ჩავარდე", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.