ავტორი:

“მე არ მინდა რამე საერთო მქონდეს ამ სახელმწიფოსთან" - თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, მოქალაქემ რუსეთის ფედერაციის პასპორტი დაწვა

“მე არ მინდა რამე საერთო მქონდეს ამ სახელმწიფოსთან" - თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, მოქალაქემ რუსეთის ფედერაციის პასპორტი დაწვა

პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე რუსეთის მოქალაქემ რუსეთის ფედერაციის პასპორტი დაწვა.

“არა ომს!”,- დასძინა მან.

როგორც მოქალაქე აცხადებს, ის არის რუსეთის მოქალაქე და საქართველოში სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა. მისი თქმით არავის უნდა ომი.

“მე არ მინდა რამე საერთო მქონდეს ამ სახელმწიფოსთან. ის რასაც რუსეთი აკეთებს, საშინელებაა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ორგანიზებით, უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.აქციას შეუერთდნენ საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.