ავტორი:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა "ვაგნერის“ დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა "ვაგნერის“ დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის ოლქში "ვაგნერის“ დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურა.

დაქირავებული დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაცია სპეცრაზმმა ჩაატარა და მისი რეალიზება შესაძლებელი გახდა საჰაერო დაზვერვისა და შტურმის საშუალებით.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდნილ 4 დივერსანტს შორის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მეთაურიცაა, რომელიც მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.