ავტორი:

"ოკუპანტებმა დღეს დილით უკრაინის სარაკეტო ტერორი განაგრძეს" - რა ხდება კიევის ოლქში დილიდან - უკრაინელებმა მოწინააღმდეგის ორი რაკეტა ჩამოაგდეს

"ოკუპანტებმა დღეს დილით უკრაინის სარაკეტო ტერორი განაგრძეს" - რა ხდება კიევის ოლქში დილიდან - უკრაინელებმა მოწინააღმდეგის ორი რაკეტა ჩამოაგდეს

რუსი ოკუპანტები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ, - ამის შესახებ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება იუწყება.

"ოკუპანტებმა დღეს დილით უკრაინის სარაკეტო ტერორი განაგრძეს. კიევის ოლქი თავდასხმის ქვეშაა. გააქტიურდა საჰაერო თავდაცვის სისტემა“, - აცხადებს კულება.

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

ამასთანავე, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი კვლავ გრძელდებოდა.