ავტორი:

"უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს" - რუმინეთის პრეზიდენტი

"უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს" - რუმინეთის პრეზიდენტი

"უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს - როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაოს ამ საკითხზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე", - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად რუმინეთში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

  • როგორც კლაუს იოჰანსმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ეს საკითხები დანახული იყოს, როგორც ეროვნული ინტერესის საკითხი.

"რუმინეთსაც გრძელი გზა ჰქონდა, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდებოდა. ვხედავთ, იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას. საქართველოსთან დაკავშირებით შეიქმნა 12 რეკომენდაცია, რომელიც ვიცით. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა ეს რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს. იმუშაოს, რომ განხორციელდეს მოთხოვნილი ცვლილებები. რუმინეთში მნიშვნელოვანი იყო, ეს საკითხები დანახულიყო, როგორც ეროვნული ინტერესის საკითხი.

როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაოს ამ საკითხზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“,-აღნიშნავს რუმინეთის პრეზიდენტი.