ავტორი:

"სანამ გერმანიაში წავიდოდი, ჩემი სურვილი იყო, რომ  რამდენიმე დღით ბოდბის მონასტერში მეცხოვრა, მაშინ პირობა დავდე, რომ ჩემი ჯვრისწერა აუცილებლად ბოდბეში იქნებოდა" - ნათია თოდუა

"სანამ გერმანიაში წავიდოდი, ჩემი სურვილი იყო, რომ  რამდენიმე დღით ბოდბის მონასტერში მეცხოვრა,  მაშინ პირობა დავდე, რომ ჩემი ჯვრისწერა აუცილებლად ბოდბეში იქნებოდა" - ნათია თოდუა

მოღერალი ნათია თოდუა რამდენიმე დღის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბიშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში წმინდა ნინოს მონასტერში დაიწერა. ახალგაზრდებს დიდი ხანი რაც ერთმანეთი უყვართ, რადგან დავითი ჯერ კიდევ 2020 წლის პოსტებში წერს ნათიას შესახებ... წყვილმა ქორწილი, კახეთში, შატო ბუერაში გადაიხადა. წვეულებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

ნათია თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, იმი სშეახებ, რომ მისი დიდი სურვილი იყო ჯვარი ბოდბის მონასტერში დაეწერა.

"2016 წელს, მანამ სანამ გერმანიაში წავიდოდი, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ რამდენიმე დღით ბოდბის წმ.ნინოს მონასტერში მეცხოვრა. ვგრძნობდი, რომ სიმშვიდე მჭირდებოდა და ძალების მოკრება. მონასტერში დამხვდნენ უსაყვარლესი დედაოები. პირველივე დღიდან ვიგრძენი დიდი შვება, სიყვარული და თავისუფლება. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ იქიდან წასვლა ძალიან გამიჭირდა. ვიცოდი თუ რა დაბრკოლებები, ბრძოლები და წინააღმდეგობები მელოდებოდა წინ…ჩემი დიდი სიყვარულით მაშინ პირობა დავდე, რომ ჩემი ჯვრისწერა აუცილებლად ბოდბეში იქნებოდა. 9 ოქტომბერს ჩემს ცხოვრებაში ულამაზესი და უმშვენიერესი დღე დადგა, ჩვენ ჯვარი სწორედ ბოდბეში, წმ.ნინოს წყაროსთან დავიწერეთ" - წერს ნათია თოდუა.