ავტორი:

რაზე ისაუბრეს ტელეფონით ილონ მასკმა და პუტინმა უკრაინის "სამშვიდობო გეგმის“ გამოქვეყნებამდე - რას წერს მედია

რაზე ისაუბრეს ტელეფონით ილონ მასკმა და პუტინმა უკრაინის "სამშვიდობო გეგმის“ გამოქვეყნებამდე - რას წერს მედია

პოლიტოლოგი და საკონსულტაციო კომპანია Eurasia Group-ის დამფუძნებელი იან ბრემერი აცხდებს, რომ ილონ მასკმა მას უამბო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ, ვიდრე უკრაინის ე.წ. სამშვიდობო გეგმის შესახებ Twitter-ზე გამოკითხვას გამოაქვეყნებდა. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა“ გამოცემა "Vice“-ზე დაყრდნობით იუწყება.

ბრემერის მიხედვით, მასკმა თქვა, რომ პუტინმა სატელეფონო საუბრისას გამოთქვა "მოლაპარაკების სურვილი", მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა აღიარებს ყირიმის და მისი ოთხი რეგიონის ანექსიას და დათანხმდება მუდმივ ნეიტრალიტეტს.

ასევე, როგორც მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, უთხრა მასკს, რომ რუსეთის ფედერაცია განახორციელებს ამ მიზნებს "ყველაფრის მიუხედავად", მათ შორის ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებითაც, თუ უკრაინა ყირიმში შეიჭრება.

მასკმა ბრემერს უთხრა, რომ "ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად“.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ილონ მასკმა გამოაქვეყნა წინადადებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის „მშვიდობიანი მოგვარების" შესახებ, რასაც უკრაინის ლიდერების მხრიდან გამოხმაურება მოყვა.