ავტორი:

"უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო... ცუდი დრო დადგა ოკუპანტებისთვის" - ამერიკისა და გერმანიის საჩუქარი კიევშია: რას წერს რეზნიკოვი?

"უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო... ცუდი დრო დადგა ოკუპანტებისთვის" - ამერიკისა და გერმანიის საჩუქარი კიევშია: რას წერს რეზნიკოვი?

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებით 4 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ი მიიღო.

"ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან კიდევ 4 HIMARS-ი ჩამოვიდა! მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, ლოიდ ოსტინსა და ამერიკელ ხალხს", - წერს რეზნიკოვი "ტვიტერზე“.

მისი თქმით, მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების მიღება კარგი სიახლეა რამშტეინის ფორმატში დაგეგმილი მე-6 შეხვედრის წინ.

"HIMARS-ის დრო: კარგი დრო უკრაინელებისთვის და ცუდი დრო ოკუპანტებისთვის. კარგი სიახლე რამშტეინის 6-ის წინა დღეს,“- წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

ასევე, უკვე უკრაინაშია გერმანული IRIS-T-ები. რეზნიკოვის თქმით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და უკრაინას თავის დასაცავად კიდევ მეტი სჭირდება.

"უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო, IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქ არის, ამერიკული NASAMS - მოდის - ეს მხოლოდ დასაწყისია... ჩვენ გვჭირდება მეტი. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, - წერს რეზნიკოვი.