ავტორი:

"ვაი, ასე გამწარდა მარკ ცუკერბერგი, რავარც მე ვარ გამწარებული!" - აურზაური ქართულ ინფლუენსერებში: რა ხდება მას შემდეგ, რაც "ფეისბუქზე" "ფოლოუერები" გაქრა?

"ვაი, ასე გამწარდა მარკ ცუკერბერგი, რავარც მე ვარ გამწარებული!" - აურზაური ქართულ ინფლუენსერებში: რა ხდება მას შემდეგ, რაც "ფეისბუქზე" "ფოლოუერები" გაქრა?

Facebook-ის მომხმარებლები დილიდან წერენ, რომ გამომწერების რაოდენობა შეუმცირდათ. აღნიშნული პრობლემა შეეხო Facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგსაც. ცუკერბერგს, რომელსაც 10 მილიონზე მეტი ფოლოუერი ჰყავდა, ახლა მხოლოდ 9993 ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი დაშვებული შეცდომაა, რის გამოც მილიონობით ადამიანის ანგარიში ღამით "გაქრა." არსებული ინფორმაციით, შეცდომა მაშინ დაუშვეს, როცა ყალბი ანგარიშებისგან სოციალური ქსელის გაწმენდას ცდილობდნენ.

Meta-ს აღნიშნულ თემაზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

მომხდარის შესახებ წერენ ქართველი ინფლუენსერებიც. მათაც მოულოდნელად აღმოაჩნეს, რომ ფოლოვერების დიდი ნაწილი დაკარგეს...

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

- თვალს გაახელთ და დიდი ამბავი დაგხვდებათ ფეისბუქზე. ძალიან მეცინება :)))))))))))) წინასწარ გაფრთხილებთ, კივილი თუ გაიგონეთ, ინფლუენსერები იქნებიან. ეტყობა, ჯერ სძინავთ.:)))))საქმე ასეა :ყველას ჩამოაჭრა ფეისბუქმა ფოლოუერები და დატოვა მხოლოდ 9 ათასის ფარგლებში. ვიფიქრე, მხოლოდ ჩემი გაქრა, მაგრამ თურმე ყველასთან ასეა. ყოველ შემთხვევაში, მთავარ გვერდზე 9 000 ჩანს.

თუ შევდივარ ფოლოუერებში, ხანდახან მაჩვენებს, რომ თავდაპირველი რაოდენობა შენარჩუნებულია, მაგრამ მხოლოდ ხანდახან ჩანს. ყოველთვის - არა. აი, მთავარზე, როგორც გითხარით, 9000 ,,სჩემტა" ჩანს. ეს ხალხი საბოლოოდ ჩამოგვაშორეს, დროებით თუ მაინც გვხედავენ ახლაც, ეგ დაუდგენელია.

ფოლოვერები დაკარგა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ

- მარკმა ბიჭი ქრაშები ამომიშალა გამომწერებიდან, მარტო გოგოები დამიტოვა. ძალიან ეჭვიანია, არ უნდა მიმეცა მისთვის იმედი თავის დროზე.

სულაც არ არის ხუმრობის ხასიათზე ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე

- კარ და კარ ჩამოვივლი და ისე მოვუყვები ყველას რეკლამებს. ოჯახებში შემოგიცვივდებით, არაფრით არ დავნებდები ციფრულ საუკუნეს! ვაი ასე გამწარდა მარკ ცუკერბერგი, რავარც მე ვარ გამწარებული!

9 ათასი ფოლოვერის იმედად დარჩა თამარ ჩერგოლეიშვილი.

- მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი ….ბოლოს შეჰყარნეს მიწამან, ერთგან მოყმე და მხცოვანი ….სად წავიდნენ ჩემი ფოლოვერები? რატომ დამრჩა მარტო 9000?

ფოლოვერების გარეშე დარჩა ნანუკა ჟორჟოლიანიც

- Mark Zuck - სად არის ჩემი, 356 ათასი ფოლოვერი? - წერს ჟურნალისტი.

სასულიერო პირი იოვანე მჭედლიშვილი წერს, რომ 33 ათასი ფოლოვერი დაკარგა.

- დაახლოებით 33 000 Fb-გამომწერი დავკარგე ამ დილით.. ან ავლილი ან ჩავლილი თუ ნახეთ, გამაგებინეთ...

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე: Fecebook-მა 7000 გამომწერი გამიქრო