ავტორი:

"წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანის დაწვის მიზანი მისი დაშინებაა, არაფერი გამოგივათ" - მამუკა ხაზარაძე

"წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანის დაწვის მიზანი მისი დაშინებაა, არაფერი გამოგივათ" - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანის დაწვის მიზანი ხარჩილავას დაშინებაა. ამის შესახებ ხაზარაძე "ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

  • "დღეს წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანა დაწვეს მისი საცხოვრებელი სახლის წინ. მიზანი მისი დაშინებაა, არაფერი გამოგივათ! რეფორმები გაგრძელდება! წალენჯიხა იქნება კოალიციური მართვის წარმატებული მოდელი", - წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, გია ხარჩილავას მანქანის დაწვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.