ავტორი:

"პუტინთან მხოლოდ ერთხელ ვისაუბრე. 18 თვის წინ" - ილონ მასკი უარყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინის შესახებ ისაუბრა: რას წერს მილიარდერი

"პუტინთან მხოლოდ ერთხელ ვისაუბრე. 18 თვის წინ" - ილონ მასკი უარყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინის შესახებ ისაუბრა: რას წერს მილიარდერი

მილიარდერი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ილონ მასკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის საკითხი განიხილა.

  • მასკმა აღნიშნულ თემაზე მოკლე განცხადება "ტვიტერში" გამოაქვეყნა. ის წერს, რომ პუტინს მხოლოდ ერთხელ ესაუბრა - 18 თვის წინ და მაშინ მათი საუბრის თემა კოსმოსი იყო.

"პუტინთან მხოლოდ ერთხელ ვისაუბრე. დაახლოებით, 18 თვის წინ, ჩვენი საუბრის თემა კოსმოსი იყო", - წერს მილიარდერი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">No, it is not. I have spoken to Putin only once and that was about 18 months ago. The subject matter was space.</p>&mdash; Elon Musk (@elonmusk) <a href="https://twitter.com/elonmusk/status/1579879154463690752?ref_src=twsrc%5Etfw">October 11, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცნობისთვის, Eurasia Group-ის პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო ხელმძღვანელმა, იან ბრემერმა განაცხადა, რომ ილონ მასკი პუტინს უკრაინის საკითხზე ესაუბრა. ბრემენის თქმით, ამის შესახებ ილონმა თვითონ უამბო.

"თვითონ მითხა, რომ პუტინს უკრაინის შესახებ ესაუბრა. მან ისიც თქვა, თუ რა წარმოადგენს კრემლისთვის წითელ ხაზს. გეოპოლიტიკაზე ყოველკვირეულ სიახლეებს უკვე 24 წელია გულწრფელად და შიშის გარეშე ვწერ, არავის ვუწევ ანგარიშს და ამ კვირის სიახლეც არ ყოფილა გამონაკლისი“,- წერს იან ბრემერი "ტვიტერზე."

  • ბრემერის ცნობით, "ტესლას“ დირექტორმა მასთან თქვა, რომ პუტინი მზადაა უკრაინასთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყირიმი რუსეთს დარჩება და თუ უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს, ასევე რუსეთის მიერ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიას აღიარებს.

ბრემერის თქმით, მასკი მასთან საუბარში ამტკიცებდა, რომ პუტინს მიზნების მიღწევა "ნებისმიერ ფასად“ ჰქონდა გადაწყვეტილი. ის ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების ვერსიასაც არ გამორიცხავდა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ყირიმს დაიბრუნებდა.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ასეთ დასასრულს თავი ავარიდოთ“, - ციტირებს ბრემერი, მისი თქმით, მასკის სიტყვებს.

  • ბრემერის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ილონ მასკის მიერ "სამშვიდობო გეგმის" გამოქვეყნება.

მან საზოგადოებას შესთავაზა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში არჩევნების ჩატარება გაეროს ზედამხედველობით და აღნიშნა, რომ თუ ხალხის ნება იქნება, მაშინ რუსეთმა უნდა დატოვოს ეს რეგიონები.

"მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს.

- ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. და თუ ხალხის ნება იქნება, რუსეთი წავიდეს.

- ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლის შემდეგ (ხრუშჩოვის შეცდომამდე).

- ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია.

- უკრაინა ნეიტრალური რჩება", - დაწერა მასკმა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა