ავტორი:

ჯორჯ კლუნის ცოლი და შვილები გადასაღებ მოედანზე მაშინ მივიდნენ, როცა ჯორჯისა და ჯულია რობერტსის კოცნის სცენას იღებდნენ - მსახიობებმა უხერხული მომენტი გაიხსენეს

ჯორჯ კლუნის ცოლი და შვილები გადასაღებ მოედანზე მაშინ მივიდნენ, როცა ჯორჯისა და ჯულია რობერტსის კოცნის სცენას იღებდნენ - მსახიობებმა უხერხული მომენტი გაიხსენეს

ჰოლივუდის ვარსკვლავები, ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერტსი შოუ "Today"- ს წამყვან ჰოდა კოტბისთან ინტერვიუში სახალისო ისტორიას იხსენებენ მათი ახალი ფილმის, Ticket to Paradise-ის გადასაღები მოედნიდან.

მსახიობებისთვის უხერხული სიტუაცია მაშინ შეიქმნა, როცა კლუნის ოჯახი გადასაღებ მოედანს ეწვია. ზუსტად იმ დროს ჯულიას და ჯორჯის გმირების კოცნის სცენას იღებდნენ.

61 წლის კლუნისა და 54 წლის რობერტსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. ფილმში Ticket to Paradise ისინი გაცილებული ცოლ-ქმრის როლს თამაშობენ, რომლებიც ერთიანდებიან, რათა ქალიშვილის ქორწილი ჩაშალონ.

ინტერვიუში გაიხსენეს, როგორ გაუჭირდათ კოცნის სცენის გადაღება, რადგან ორივე მათგანს ეცინებოდა. მომენტის გადაღება კიდევ უფრო გაძნელდა იმის გამო, რომ მათ კლუნის მეუღლე, ამალ კლუნი და ტყუპი შვილები, ალექსანდერი და ელა ესტუმრნენ.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Wu_yL6FMQHg" title="George Clooney Recalls ‘Awkward’ Kissing Scene With Julia Roberts" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

"როცა ისინი მოვიდნენ, გადაღებების პირველი დღე იყო. ბავშვებმა დაიძახეს: "მამა, აჰ, დეიდა ჯუჯუ!" ცელქ ბავშვებს ხელი რომ არ შეეშალათ უფროსებისთვის მუშაობაში, გადაწყვიტეს, მოშორებით გაეყვანათ. "როცა კოცნის სცენას ვიღებდით, ისინი აღარ იყვნენ იქ."

  • "მათ რომ დავენახეთ, მაშინვე კითხვებს დაგვაყრიდნენ:“რას აკეთებ მამა? ეს რა არის?" - ამბობს კლუნი.

რობერტსის თქმით, კლუნის კოცნა სასაცილო იმიტომ იყო, რომ მათ ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ. 20 წელზე მეტია რაც ერთმანეთს იცნობენ. ეკრანზე პირველად 2001 წელს, Ocean's Eleven-ის გადაღებებზე დააწყვილა რეჟისორმა.

ჯულიას თქმით, კოცნის სცენის გადასაღებად 80 ცდა დასჭირდათ: 79-ში იცინოდნენ და მხოლოდ 1-ში კოცნიდნენ ერთმანეთს. კლუნიმ დაადასტურა, რომ კოცნის სცენა მართლაც სიცილით გადაიღეს.

"რატომ ხარ იმუნური ჩემს მომხიბვლელობაზე?! მადლობელი ვარ, მაგრამ იცი, რომ ორჯერ ვიყავი "ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ დასახელებული?! - ასე მიმართა ხუმრობით ჯორჯმა რობერთსს.

ჯულიამ სექტემბერში The New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, როგორი დიდი როლი ითამაშა ქლუნიმ და მისმა ოჯახმა მის ცხოვრებაში, როცა თავს მარტოსულად გრძნობდა.

ცნობისთვის, რობერტსი 20 წელია კინემატოგრაფ დენი მოდერზეა დაქორწინებული და მათ სამი შვილი ჰყავთ: ჰეიზელი, ფინეუსი და ჰენრი.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა