ავტორი:

სოფო ნიჟარაძემ და ელის-მარია სააკაშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ვივამედში" მოინახულეს

სოფო ნიჟარაძემ და ელის-მარია სააკაშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ვივამედში" მოინახულეს

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ შვილთან, ელის მარია სააკაშვილთან ერთად "ვივმედში" ექსპეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ელოდება კლინიკის ფოიეში დედა-შვილი მიხეილ სააკაშვილთან შესვლას.

სოფომ ელის მარიასთან ერთად სააკაშვილი პირვეველად მაისის თვეში მოინახულა. მაშინ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ძნელი იყო მიხეილ სააკაშვილის ხილვა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ნახა.

"მოვინახულეთ მიშა. ბოლოს საქართველოში დაბრუნების წინ ვნახეთ. მთელი ეს დრო ენატრებოდა ბავშვი. (ბავშვმა) აჩვენა ყველაფერი, თუ რამდენი რამ ისწავლა. მოეფერა ძალიან და ძალიან ბედნიერი იყო.

ჩემთვის მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა, მაგრამ მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა. მთავარია, რომ თვითონ ბედნიერი იყო ჩვენი ხილვით. ბავშვი 7 თვე არ ჰყავდა ნანახი და ისიამოვნა ამით" - განაცხადა მაშინ ნიჟარაძემ.