ავტორი:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონბასში, ოკუპანტების დანაყოფებს შეტევის დროებით შეჩერების შესახებ ბრძანებას აძლევენ

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონბასში, ოკუპანტების დანაყოფებს შეტევის დროებით შეჩერების შესახებ ბრძანებას აძლევენ

დონეცკის ოლქში მტრის ქვედანაყოფები უმაღლესი ხელმძღვანელობისგან იღებენ ბრძანებას შეტევის დროებით შეჩერების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

"საომარი მოქმედებების გარკვეულ მიმართულებებზე, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში, მტრის ნაწილებმა დაიწყეს უმაღლესი ხელმძღვანელობისგან ბრძანებების მიღება შეტევითი ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ“, - აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის განცხადებით, მთავარი მიზეზი მობილიზებულთა უკიდურესად დაბალი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დეზერტირობის ფაქტების სიმრავლეა.