ავტორი:

"ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“ - ვაკის პარკში, შადრევანში მოზარდებს დენმა დაარტყა: შსს-მ გამოძიება დაიწყო

"ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“ -  ვაკის პარკში, შადრევანში მოზარდებს დენმა დაარტყა: შსს-მ გამოძიება დაიწყო

ექიმების ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, მძიმეა. ბავშვები, რომელთაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს.

"ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“, - აღნიშნეს კლინიკაში.

ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.