ავტორი:

ქანიე უესთის ახალი სიყვარული - ვინ არის ულამაზესი ბრაზილელი მოდელი, რომელმაც რეპერს კიმ კარდაშიანი დაავიწყა (ფოტოები)

ქანიე უესთის ახალი სიყვარული - ვინ არის ულამაზესი ბრაზილელი მოდელი, რომელმაც რეპერს კიმ კარდაშიანი დაავიწყა (ფოტოები)

რეპერი და დიზაინერი ქანიე უესტი ამჯერად ყურადღებას თავისი ახალი, მომხიბვლელი შეყვარებულით იპყრობს. რეპერის ახალი სიყვარული 24 წლის ჯულიანა ნალუა.

ბოლო რამდენიმე დღეა რეპერს ხშირად ხედავენჯულიანასთან ერთად, ისინი სხვადასხვა ღონისძიებებს ერთად სტუმრობენ. ამასობაში კი, 24 წლის ბრაზილიელი მოდელის კარიერა პიკს უახლოვდება.

ნალუს პოდიუმზე დებიუტი ცოტა ხნის წინ მილანის მოდის კვირეულზე შედგა და სულ ახლახანს, ის ავსტრალიური საცურაო კოსტიუმების ლეიბლის, FAE-ს 2023 წლის საზაფხულო სარეკლამო სახე გახდა. მოდელის "ზღვისპირა თავგადასავლებით“ ინსპირირებული ფოტოსესია ჰავაიში შედგა.

ქანიესთან დაახლოებული წყარო Page Six-სთან ამბობს, რეპერს სურს მედიის ყურადღება მის სასიყვარულო ურთიერთობაზე გადავიდეს ."ახალი შეყვარებული და ყველაფერი სხვა მხოლოდ იმისთვისაა, რომ ხალხმა მისი სკანდალური პოსტები დაივიწყოს", - ამბობს წყარო.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ქანიე მართლაც შეყვარებულია და თან იმდენად, რომ ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანის მიმართ "აკვიატება დაძლია" და ტავს ბედნიერად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ რეპერმა 2019 წელს გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ბიპოლარული აშლილობა აქვს.

ქანიეს მეგობრები აცხადებენ, რომ ისინი უკვე ღელავენ რეპერის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გართულების საშიშროებაზე.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა