ავტორი:

"თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა პასუხი" - კახა კალაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში მივიდა

"თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა პასუხი" - კახა კალაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში მივიდა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მივიდა ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც გადაიყვანეს ბავშვები, რომლებსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა.

მერი ბავშვების მშობლებთნ მივიდა და პირობა მისცა მათ, რომ საქმე დროულად იქნება გამოძიებული და დაისჯება ყველა ის პირი, რომელსაც მომხდარში ბრალი მიუძღვის.

"უმძიმესი თემა არის, თავზარდაცემულები ვართ ყველა, აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა პასუხი". - განაცხადა ჟურნალისტებთან კალაძემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.

მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, გარდაცვლილი მოზარდი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და ყველა სამედიცინო მანიპულაცია უშედეგო აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.

ასევე იხილეთ: