"ნელიმ მეც მომწერა, - ჩემთვის ღალატში ნიკას ხელშემწყობი ხარო. ნიკამაც არ იცოდა რაზე ემუქრებოდა, პასუხს გაგებინებთ, დედას გიტირებთო" - რა განაცხადა ბასილაშვილის ძმამ სასამართლოზე?

"ნელიმ მეც მომწერა, - ჩემთვის ღალატში ნიკას ხელშემწყობი ხარო. ნიკამაც არ იცოდა რაზე ემუქრებოდა, პასუხს გაგებინებთ, დედას გიტირებთო" - რა განაცხადა ბასილაშვილის ძმამ სასამართლოზე?

ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა - როცა ჩემი ძმა დოროყაშვილთან ქორწინებაში იყო, არასდროს უღალატია - რაც შეეხება ქონებას, ნიკოლოზმა ნელის ახალი "იქს 5" და გოგებაშვილის ქუჩაზე კომერციული ფართი გადასცა, შვილს - მცხეთის ქუჩაზე სახლი და 100 000 დოლარი

ნიკოლოზ ბასილაშვილს, როცა ნელი დოროყაშვილთან ქორწინებაში იყო, არასდროს უღალატია და ყოველთვის მისი ერთგული იყო,- ამის შესახებ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ, თენგიზ ბასილაშვილმა განაცხადა.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ამ წუთებში აძლევს.

თენგიზ ბასილაშვილმა იმ პერიოდზე ისაუბრა, როცა ნელი დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთად ცხოვრობდნენ.

“2017 წლიდან ნიკოლოზმა დაშორებაზე დაიწყო ლაპარაკი, ძალიან ბევრ რაღაცას მაბრალებს, ღალატს მაბრალებსო. ნელიმ მეც მომწერა - ნიკას ხელშემწყობი ხარ ჩემ ღალატშიო. ნიკამაც არ იცოდა რაზე ემუქრებოდა ნელი, სასამართლოში წაგიყვანთ, პასუხს გაგებინებთ, დედას გიტირებთო. მერე გამიჩნდა ღრმა რწმენა, რომ მართლა რაღაც მოხდებოდა. 2018 წლის აგვისტოს ბოლოს, როცა ნიკა საქართველოში დარჩა და ნეკა - ნიუ-იორკში, მათი თანაცხოვრება შეწყდა. ამას ნელის ძალიან დიდი ეჭვიანობა უძღვოდა წინ. 28 აგვისტოს, დილით დამირეკა და მითხრა, რომ ნიკოლოზს ეძებდა, ვერ პოულობდა, თითქოს, ნიკა ღალატობდა, ვუთხარი, რომ ვარჯიშზე იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილს, როცა ნელი დოროყაშვილთან ქორწინებაში იყო, არასდროს არ უღალატია და ყოველთვის მისი ერთგული იყო. კონფლიქტის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი ადგილს ტოვებდა, სიტყვას არ უბრუნებდა“ , - განაცხადა თანგიზ ბასილაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, თუ რა ქონება მიიღო დოროყაშვილმა ბასილაშვილისგან.

"გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული კომერციული ფართი გადასცა, შვილს მცხეთის ქუჩაზე სახლი და 100 000 დოლარი. ნელის ახალი "იქს 5" აჩუქა, ისეთი როგორიც უნდოდა, სახლთან მიუყვანა, მერე ვინ გაყიდა, არ ვიცი",- განაცხადა ბასილაშვილის ძმამ.

იხილეთ ასევე: