ავტორი:

"შეგვიძლია განვიხილოთ კიდევ ერთი გაზსადენის სისტემის მშენებლობა და თურქეთის ტერიტორიაზე გაზის ჰაბის შექმნა" - პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს

"შეგვიძლია განვიხილოთ კიდევ ერთი გაზსადენის სისტემის მშენებლობა და თურქეთის ტერიტორიაზე გაზის ჰაბის შექმნა" - პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დღეს გამართულ შეხვედრაზე თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა შესთავაზა.

"თქვენს ენერგეტიკის მინისტრთან და კომპანია Botas-ის ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ, შევთანხმდით "გაზპრომთან“ და მე ეს საჯაროდ ვთქვი: თუ თურქეთი და ჩვენი პოტენციური მყიდველები სხვა ქვეყნებიდან დაინტერესდებიან, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ კიდევ ერთი გაზსადენის სისტემის მშენებლობა და თურქეთის ტერიტორიაზე გაზის ჰაბის შექმნა სხვა ქვეყნებში, მესამე ქვეყნებში გაზის გასაყიდად. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, მისი თქმით თურქეთი ყველაზე საიმედო პარტნიორი აღმოჩნდა ევროპისკენ ენერგორესურსების ტრანზიტისთვის.

"თურქეთში გაზის მიწოდება თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ხორციელდება. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ტრანზიტს თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში. თურქეთი დღეს ყველაზე საიმედო მარშრუტი აღმოჩნდა ევროპაში მიწოდებისთვისაც", - აღნიშნა პუტინმა.