ავტორი:

"ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს..." - თეა წულუკიანი

"ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს..." - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს და გარდაცვლილი გოგონას მშობლებს უსამძიმრებს.

"ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს... ვიზიარებ მშობლების უსაზღვრო მწუხარებას და აუნაზღაურებელ დანაკლისს", - წერს წულუკიანი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.

მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, გარდაცვლილი მოზარდი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და ყველა სამედიცინო მანიპულაცია უშედეგო აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დენის დარტყმის შემდეგად გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.