ავტორი:

"ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში" - რას წერს ირაკლი კობახიძე 13 წლის გოგონას გარდაცვალებაზე?

"ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში" - რას წერს ირაკლი კობახიძე 13 წლის გოგონას გარდაცვალებაზე?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას და აცხადებს, რომ „ძნელია სიტყვებით გამოხატო უმძიმესი ემოციები".

კობახიძე იმედოვნებს, რომ გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები.

"ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში.

სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს.

ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები”, - წერს კობახიძე.